შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ძველი თბილისის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, ჯგუფურად, ძალადობით ჩადენილი ძარცვის ბრალდებით, ორი პირი დააკავეს. ამის შესახებ ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.
მათი ცნობით, ბრალდებულებმა თბილისში, ერთ-ერთ ქუჩაზე ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს უცხო ქვეყნის მოქალაქეს, მობილური ტელეფონები და თანხა გასტაცეს, რის შემდეგაც შემთხვევის ადგილიდან მიიმალნენ.
„სამართალდამცველებმა ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, დანაშაულის ჩამდენი 2 პირი ცხელ კვალზე დააკავეს.
ფაქტთან დაკავშირებით გრძელდება აქტიური საგამოძიებო მოქმედებები. გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 178-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც 8 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს“, - ნათქვამია ინფორმაციაში.