ინდონეზიის კუნძულ მადურასთან ბორანს ხანძარი გაუჩნდა, რის შედეგადაც სულ მცირე ხუთი ადამიანი დაიღუპა, ხოლო 41 ადამიანი ამ დრომდე დაკარგულად მიიჩნევა. ამის შესახებ ქვეყნის სამძებრო-სამაშველო სააგენტომ განაცხადა. იუწყება Reuters .ბორანზე ხანძრის გაჩენის მიზეზი ჯერჯერობით უცნობია.
ბორანზე 271 მგზავრი და ეკიპაჟის წევრი იმყოფებოდა, მათაგან 225 ადამიანის გადარჩენა მოხერხდა. სამძებრო-სამაშველო სამუშაოები ამ დრომდე მიმდინარეობს
ბორანი აღმოსავლეთ იავის პროვინციაში მდებარე სურაბაიადან მაკასარისკენ მიემართებოდა.