რუსეთის სამარის ოლქში, სოფელ ნოვოსემეიკინოსთან მდებარე კომპანია Wildberries-ის საწყობზე უკრაინული დრონებით თავდასხმა განხორციელდა, რის შედეგადაც ობიექტზე ხანძარი გაჩნდა. ამის შესახებ BBC იუწყება.
თავდასხმის ფაქტს კომპანია Wildberries-მა და სამარის ოლქის გუბერნატორი ვიაჩესლავ ფედორიშევი ადასტურებენ.
უკრაინული მონიტორინგის არხები Supernova+ და exilenova+ ავრცელებენ ადგილობრივი მცხოვრებლების მიერ გადაღებულ ფოტოებსა და ვიდეოებს, რომლებზეც სავარაუდოდ საწყობიდან ამოსული კვამლის დიდი სვეტი ჩანს.
ეს უკვე მეცხრე შემთხვევაა, როდესაც ივლისის შუა რიცხვებიდან კომპანია Wildberries-ის ობიექტი უკრაინული დრონების თავდასხმის სამიზნე გახდა.