30 ივლისის ღამეს რუსეთის მიერ კიევზე განხორციელებული თავდასხმის შედეგად ერთი ადამიანი დაიღუპა, ორი კი დაშავდა.
ამის შესახებ უკრაინული მედია იუწყება.
უკრაინის საგანგებო სიტუაციების სახელმწიფო სამსახურის ინფორმაციით, რუსეთის თავდასხმის შედეგად კიევში ერთი ადამიანი დაიღუპა და ორი დაშავდა. ხანძრები დედაქალაქის ორ რაიონში გაჩნდა.
უწყების ცნობით, ობოლონის რაიონში ბაზრობის ტერიტორიაზე მდებარე სავაჭრო პავილიონებს ცეცხლი გაუჩნდა. შემთხვევის შედეგად ერთი ადამიანი დაშავდა.
გარდა ამისა, სვიატოშინის რაიონში ხანძარი გაჩნდა ავტოფარეხების ტერიტორიაზე. ხანძრის ჩაქრობისას მაშველებმა დაღუპული ადამიანის ცხედარი აღმოაჩინეს.
ამავე რაიონში ერთი მამაკაცი დაშავდა, რომელიც საავადმყოფოში გადაიყვანეს.
კიევის პოლიციის ინფორმაციით, ქალაქში დაზიანებულია საცხოვრებელი სახლები, ბაზარი, ავტოფარეხები, სასაწყობე შენობები და ავტომობილები.