აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკისთან შეხვედრა ძალიან წარმატებული იყო.
ამის შესახებ ტრამპმა საკუთარ სოციალურ ქსელ Truth Social-ში დაწერა.
„დიდი პატივი იყო პრეზიდენტ ზელენსკისთან შეხვედრა. განვიხილეთ ბევრი საკითხი. შეხვედრამ ძალიან კარგად ჩაიარა“, -განაცხადა ტრამპმა.
ზელენსკისა და ტრამპის შეხვედრა თეთრ სახლში გუშინ გაიმართა.
უკრაინისა და აშშ-ის ლიდერების შეხვედრა დახურულ კარს მიღმა, მედიის წარმომადგენლების გარეშე გაიმართა. პრეზიდენტებს საჯარო განცხადებები არ გაუკეთებიათ.