აშშ-ის სენატმა 28 ივლისს პროცედურულ კენჭისყრაზე მხარი დაუჭირა რუსეთისა და ირანის წინააღმდეგ სანქციების შესახებ კანონპროექტს, რომლის ავტორიც გარდაცვლილი რესპუბლიკელი სენატორი ლინდსი გრემი იყო.
პროცედურულ კენჭისყრაზე კანონპროექტს 86-მა სენატორმა დაუჭირა მხარი.
ამ გადაწყვეტილებით სენატში კანონპროექტის განხილვის, დებატებისა და წერილობითი შესწორებების განხილვის პროცესი დაიწყო. დებატების დასრულების შემდეგ გაიმართება საბოლოო კენჭისყრა, რომელიც განსაზღვრავს, მიიღებს თუ არა სენატი კანონპროექტს.
დამტკიცების შემთხვევაში დოკუმენტი წარმომადგენელთა პალატას გადაეცემა. თუ მას ორივე პალატა დაამტკიცებს, საბოლოოდ კანონპროექტს ხელი უნდა მოაწეროს აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპი.
კანონპროექტი ითვალისწინებს სანქციების დაწესებას რუსეთის ოფიციალური პირების წინააღმდეგ, ასევე აშშ-ის პრეზიდენტისთვის უფლებამოსილების მინიჭებას, დააწესოს მნიშვნელოვანი ტარიფები იმ ქვეყნების მიმართ, რომლებიც აგრძელებენ რუსული ენერგომატარებლების შეძენას ან ეხმარებიან მოსკოვს საერთაშორისო სანქციების გვერდის ავლაში.
ამასთან, კანონპროექტის თანახმად, აშშ-ის პრეზიდენტს ექნება უფლებამოსილება, 100%-მდე იმპორტის ტარიფები დააწესოს იმ ქვეყნების პროდუქციაზე, რომლებიც რუსული ნავთობისა და გაზის მსხვილი მომხმარებლები არიან. დოკუმენტში ასეთ ქვეყნებად, მათ შორის, მოხსენიებულია ინდოეთი, იაპონია და ევროკავშირის ზოგიერთი წევრი სახელმწიფო.