აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ხუმრობით ახსენა მესამე ვადით კენჭისყრის შესაძლებლობა, რაც აშშ-ის კონსტიტუციით კატეგორიულად აკრძალულია.
ამის შესახებ ტრამპმა თეთრი სახლის კორესპონდენტების სადილზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
სიტყვით გამოსვლისას ტრამპმა მესამე ვადის თემასაც შეეხო, რაც აშშ-ის კონსტიტუციით აკრძალულია, თუმცა დაჟინებით განაცხადა, რომ ეს ხუმრობა იყო.
„ისევე, როგორც ჩემი პრეზიდენტობის დროს, მეორედ ყოფნა ყოველთვის უკეთესია. და მესამედ კიდევ უკეთესი“, - თქვა ტრამპმა და შემდეგ დასძინა: „უბრალოდ ვხუმრობ“.
მოგვიანებით სიტყვით გამოსვლისას,ტრამპმა თავზე წითელი კეპი დაიხურა წარწერით „Trump 2028“ და განაცხადა, რომ ის მეოთხედ იყრის კენჭს პრეზიდენტობის კანდიდატად, რათა თანამდებობის მესამედ დაკავება სცადოს.
„სიხარულით ვაცხადებ ჩემს განზრახვას და ეს გარკვეულწილად სენსაციაა, ვიყო შეერთებული შტატების პრეზიდენტობის კანდიდატი მეოთხედ“, - განაცხადა დონალდ ტრამპმა.
უნდა აღინიშნოს, რომ კონსტიტუციის 22-ე შესწორების თანახმად, არც ერთი პირი არ შეიძლება აირჩეს შეერთებული შტატების პრეზიდენტად ორ ვადაზე მეტი ხნით.