ადიგენის მუნიციპალიტეტის სოფელ გომაროში მეწყერმა საცხოვრებელი სახლები დააზიანა და ეზოები ქვა-ღორღით დაფარა. ადგილობრივების თქმით, სტიქია დაახლოებით 15 წუთიანმა ძლიერმა წვიმამ გამოიწვია. მოსახლეობა აცხადებს, რომ ყოველი ძლიერი წვიმა სოფლისთვის სერიოზულ პრობლემად იქცევა.
ადგილზე გაწმენდითი სამუშაოები მიმდინარეობს.