ჩვენ არაფერი გვაქვს საწინააღმდეგო, რომ მიხეილ სააკაშვილი „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს“ მიერ პოლიტპატიმრად მოხსენიებული არ არის, – ამის შესახებ პარტიის „გახარია საქართველოსთვის“ წევრმა, გიორგი შარაშიძემ განაცხადა.
„ჩვენი პოზიცია ყოველთვის იყო, რომ მიხეილ სააკაშვილი პოლიტპატიმარი არ არის. შესაბისად, მისი პოლიტპატიმრად შერაცხვის ნებისმიერი მცდელობა სწორი არ არის. არ ვიცი სააკაშვილს კონკრეტულად რა ინტერესი აქვს ამ არასამთავრობო ორგანიზაციის მიმართ, მაგრამ თავად ის ფაქტი, რომ პოლიტპატიმრად მოხსენიებული არ არის, ამის საწინააღმდეგო არაფერი გვაქვს. ჩვენ მივიჩნევთ, რომ სამწუხაროდ, მიხეილ სააკაშვილს ნამდვილად მიუძღვის ბრალი არაერთ დანაშაულში ქართველი ხალხის წინაშე და ის ვალდებულია ამ დანაშაულზე პასუხი აგოს“, – განაცხადა გიორგი შარაშიძემ.