აშშ-ის სახელმწიფო მდივანი მარკო რუბიო ფილიპინების დედაქალაქ მანილაში, ASEAN-ის სამიტის ფარგლებში, რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრ სერგეი ლავროვს იუწყება CNN
შეხვედრის დასრულების შემდეგ არც რუბიოს და არც ლავროვს არ უპასუხიათ ჟურნალისტების კითხვებზე, ეხმარება თუ არა რუსეთი ირანს ამერიკელ სამხედროებზე თავდასხმების დაგეგმვაში და გეგმავს თუ არა მოსკოვი უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომის შეწყვეტას.
აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ მოგვიანებით გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, მხარეებმა განიხილეს „აშშ-რუსეთის ურთიერთობები და რუსეთ-უკრაინის ომის დასრულების აუცილებლობა.“
მანამდე, ჟურნალისტების შეკითხვაზე, აპირებდა თუ არა ლავროვთან შეხვედრისას უკრაინის საკითხზე მისთვის ზეწოლის მოხდენას, რუბიომ განაცხადა:
„არ ვიცი, რამდენად სწორია ამისთვის სიტყვა „ზეწოლა“. ამ თემაზე უბრალოდ ვისაუბრებთ.“
მისი თქმით, უკრაინაში ომმა მნიშვნელოვნად შეაფერხა აშშ-სა და რუსეთს შორის სხვა საკითხებზე შეთანხმების მიღწევის შესაძლებლობა, თუმცა ეს არ ნიშნავს, რომ ვაშინგტონი თანამშრომლობის სხვა მიმართულებებს არ ეძებს.
„ამავე დროს, გვსურს, ეს ომი დასრულდეს... ამიტომ ამ საკითხსაც აუცილებლად განვიხილავთ,“ - განაცხადა რუბიომ.
შეკითხვაზე, რა როლს ასრულებს აშშ რუსეთ-უკრაინის ომის დასრულების პროცესში, მაშინ როცა მოლაპარაკებები ჩიხშია შესული, რუბიომ აღნიშნა:
„შესაძლოა, ახლა უკვე ახალი პირობები შეიქმნა, რაც ამ საუბრის განახლებას შესაძლებელს გახდის.“
მისი თქმით, სწორედ ამას განიხილავდა ლავროვთან შეხვედრის დროს.