ჟურნალისტ ვახო სანაიასთვის „ფეისბუქზე“ პოსტის გამო 14-დღიანი პატიმრობის შეფარდება აჩვენებს იმას, თუ რამდენად სწრაფად ეშვება საქართველო კრემლის სტილის რეპრესიებში“, - ამის შესახებ ევროპარლამენტარი რასა იუკნევიჩიენე X-ზე წერს.
„ამ ტემპით ბიძინა ივანიშვილი მალე მოსკოვში მყოფ თავის ბატონებსაც გადაასწრებს. ევროკავშირმა ამაზე რეაგირება უნდა მოახდინოს. სოლიდარობა ვახო სანაიას!“, - წერს რასა იუკნევიჩიენე.
თბილისის საქალაქო სასამართლომ პარლამენტის თავმჯდომარის, შალვა პაპუაშვილისა და დეპუტატ ვლადიმერ ბოჟაძის შესახებ სოციალურ ქსელში დაწერილი პოსტის გამო ჟურნალისტ ვახო სანაიას 14-დღიანი ადმინისტრაციული პატიმრობა შეუფარდა.