უკრაინის შეიარაღებული ძალების გენშტაბის ახალ უფროსად გენერალ-მაიორი იგორ სკიბიუკი დაინიშნება
ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა.
„განვსაზღვრეთ შემდგომი მოქმედებების გეგმა. დღეს ოფიციალურად გაფორმდება უკრაინის შეიარაღებული ძალების ხელმძღვანელობის ცვლილებასთან დაკავშირებული გადაწყვეტილებები - შესაბამისი ბრძანებულებები მზადდება.
მიხაილო დრაპატისთან და ევჰენი ხმარასთან ერთად გადავწყვიტეთ, რომ უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის ახალი უფროსი გენერალ-მაიორი იგორ სკიბიუკი იქნება - ძალიან გამოცდილი სამხედრო, რომელთანაც ახალმა მთავარსარდალმა უკრაინა მხარდამხარ დაიცვა.
მნიშვნელოვანია, რომ ჩვენი არმიის ყველა კომპონენტმა მომავალშიც სრულად კოორდინირებულად იმუშაოს. ასევე ერთობლივად განვსაზღვრეთ, როგორ გააგრძელებენ ოლექსანდრ სირსკი და ანდრი ჰნატოვი ჩვენი სახელმწიფოს დაცვას,“ - განაცხადა ზელენსკიმ,
სკიბიუკი, რომელიც უკრაინის სადესანტო-საიერიშო ძალების სარდალი იყო, 2025 წლის ივნისში გენერალური შტაბის უფროსის მოადგილედ დაინიშნა.