ინდოეთის ხელისუფლებამ რუსი დიპლომატი საგარეო საქმეთა სამინისტროში დაიბარა და 19 ივლისს შავ ზღვაში გემ Golden Leo-ზე ინდოეთის ოთხი მოქალაქის დაღუპვის გამო საპროტესტო ნოტა გადასცა. ინფორმაციას India Today ავრცელებს.
ნიუ-დელიმ დამნაშავეების პასუხისგებაში მიცემა მოითხოვა.
„ინდოეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ ნიუ-დელიში რუსეთის საქმეთა დროებითი რწმუნებული ვლადიმირ ლადანოვი დაიბარა, რათა ამ ინციდენტთან დაკავშირებით ინდოეთის მკაცრი პროტესტი გამოეხატა და განმარტებები მოეთხოვა“, - ნათქვამია გამოცემის ინფორმაციაში.
19 ივლისს შავ ზღვაში, მარცვლეულით დატვირთულ სავაჭრო გემზე რუსეთის თავდასხმის შედეგად ინდოეთის ოთხი მოქალაქე დაიღუპა.
უკრაინის საზღვაო პორტების ადმინისტრაციის ინფორმაციით, ოდესასთან ახლოს სავაჭრო გემზე რუსეთის დარტყმის შედეგად, საერთო ჯამში, 10 ადამიანია დაიღუპული.