თელავის ერთ-ერთ სასტუმროში მომხდარ ინციდენტში მონაწილე რუსეთის მოქალაქეების მიმართ ამ ეტაპზე ქვეყნიდან გაუსვლელობის გადაწყვეტილება მიღებული არ არის, - ამის შესახებ სასამართლო სხდომის შემდეგ საქმის პროკურორმა, ბექა ნათელაურმა განაცხადა.
მისი თქმით, თუ დადგინდება ვინმეს მხრიდან დანაშაულის ჩადენის ფაქტი, დაუყოვნებლივ მოხდება დამნაშავეების პასუხისგებაში მიცემა.
"მიმდინარეობს გამოძიება, აქტიურად ტარდება საგამოძიებო მოქმედებები, მათ შორის, იკითხებიან მონაწილე პირები, გამოძიების პროცესში გამოკვეთილ თითოეულ ფაქტს ექნება შესაბამისი რეაგირება. შინაარსთან დაკავშირებით ამ ეტაპზე განხილვაში ვერ შევალ, თუმცა ყველა გამოკითხული პირის მოწოდებული ინფორმაციით დასტურდება ის ფაქტობრივი გარემოებები, რაზეც ბრალდების მხარემ ისაუბრა სასამართლო პროცესზე და ბრალად აქვს წარდგენილი ბრალდებულს,
აქტიურად ტარდება საგამოძიებო მოქმედებები, მათ შორის, იკითხებიან მონაწილე პირები, გამოძიების პროცესში გამოკვეთილ თითოეულ ფაქტს ექნება შესაბამისი რეაგირება. გრძელდება გამოძიება და თუ გამოიკვეთა ვინმეს მხრიდან რაიმე სახის დანაშაულის ან ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ფაქტი, ექნება შესაბამისი რეაგირება. გამოძიება დაინტერესებულია ყველა მიმართულებით და ყველა მიმართულებით აქტიურად ვაწარმოებთ საგამოძიებო მოქმედებებს, როგორც კი გამოიკვეთება დანაშაულის ნიშნები და გვექნება შესაბამისი მტკიცებულებები, მოხდება დამნაშავეების დასჯა. გამოძიების ფარგლებში გამოთხოვილია არაერთი ვიდეოჩანაწერი, მათ შორის, სასტუმროს ობიექტიდან, აღნიშნული ვიდეოჩანაწერები ასახავს ზოგადად ინციდენტს სრულყოფილად. კონფლიქტის გამომწვევი მიზეზი გახდა შელაპარაკება", .- განუცხადა პროკურორმა ჟურნალისტებს.