აშშ-ის სამხედროებმა განაცხადეს, რომ ირანში სამხედრო ობიექტებზე მორიგი დარტყმების სერია დაასრულეს.
„აშშ-ის სამხედროებმა დარტყმები მიიტანეს ირანის სამხედრო სამეთაურო ცენტრებზე, საზღვაო ობიექტებზე, რაკეტებისა და უპილოტო აპარატების გამშვებ დანადგარებზე, ასევე საჰაერო თავდაცვის სისტემებზე, რათა შეასუსტონ ირანის შესაძლებლობა, განაგრძოს თავდასხმები კომერციულ გემებზე, რომლებიც ჰორმუზის სრუტეში გადაადგილდებიან,“ - ნათქვამია აშშ-ის ცენტრალური სარდლობის განცხადებაში.
მათი ინფორმაციით, ამ სტრატეგიულად მნიშვნელოვან საერთაშორისო საზღვაო დერეფანში კომერციული გემების გადაადგილება გრძელდება.
მაისის დასაწყისიდან აშშ-ის ძალებმა ხელი შეუწყვეს დაახლოებით 900 კომერციული გემის უსაფრთხო გავლას და დაახლოებით 450 მილიონი ბარელი ნედლი ნავთობის ტრანსპორტირებას.