აშშ-ის სამხედროებმა ირანზე დარტყმების ახალი სერია განახორციელეს, რომელიც ზედიზედ მეცხრე ღამეა გრძელდება.
ამის შესახებ აშშ-ის ცენტრალური სარდლობა იუწყება.
20 ივლისს, აშშ-ის აღმოსავლეთის დროით 19:00 საათზე, ამერიკელმა სამხედროებმა ირანზე დარტყმების ახალი ტალღა დაიწყეს.
„ეს დარტყმები გააგრძელებს ირანის სამხედრო შესაძლებლობების შესუსტებას, რომლებიც გამოიყენება ჰორმუზის სრუტეში გამავალი კომერციული გემებისა და სამოქალაქო მეზღვაურების წინააღმდეგ თავდასხმებისთვის,“ - ნათქვამია განცხადებაში.
დილით, აშშ-ის ცენტრალურმა სარდლობან განაცხადა, რომ დარტყმების მეცხრე ტალღა დასრულდა. როგორც წინა შემთხვევებში, ამერიკულმა სამხედროებმა ეს ოპერაციაც წარმატებულად შეაფასეს.
„CENTCOM-ის ძალებმა დარტყმები მიაყენეს ირანის სამხედრო სამეთაურო ცენტრებს, საჰაერო თავდაცვის ობიექტებსა და სანაპირო სადამკვირვებლო სისტემებს, საზღვაო ძალების ინფრასტრუქტურას, რაკეტებისა და უპილოტო საფრენი აპარატების გამშვებ დანადგარებს, ასევე საკომუნიკაციო ქსელებს, რათა კიდევ უფრო შეიზღუდოს ირანის შესაძლებლობა, შეუტიოს კომერციულ გემებსა და სამოქალაქო მეზღვაურებს, “ - აღნიშნულია აშშ-ის ცენტრალური სარდლობის განცხადებაში.