აშშ-ის სამხედრო ძალებმა კვირას, 19 ივლისის ღამეს, იორდანიაში ამერიკელ სამხედროებზე განხორციელებული თავდასხმების საპასუხოდ ირანის ტერიტორიაზე ავიადარტყმები მიიტანეს.
ამის შესახებ აშშ-ის ცენტრალურმა სარდლობამ (CENTCOM) სოციალურ ქსელ X-ში განაცხადა.
CENTCOM-ის განცხადებით, დარტყმები მიზნად ისახავს ირანის შესაძლებლობების შემდგომ შესუსტებას, რათა მან საფრთხე ვეღარ შეუქმნას კომერციულ ნაოსნობას ჰორმუზის სრუტეში, ასევე სწრაფ პასუხს ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსის იმ ძალებზე, რომლებმაც წინა ღამით იორდანიაში ამერიკელ სამხედროებზე იერიში მიიტანეს.
ეს უკვე ზედიზედ მერვე ღამეა, რაც აშშ ირანის ტერიტორიაზე სამხედრო ობიექტებს ბომბავს.
შეგახსენებთ, რომ წინა ღამესაც CENTCOM-მა ირანის ტერიტორიაზე განხორციელებული ავიადარტყმების შესახებ გაავრცელა ინფორმაცია.