იორდანიაში ორი ამერიკელი ჯარისკაცი დაიღუპა, ერთი უგზოუკვლოდ დაკარგულია. ამის შესახებ განცხადებას აშშ-ის შეიარაღებული ძალების ცენტრალური სარდლობა ავრცელებს.
"17 ივლისს იორდანიაში ორი ამერიკელი სამხედრო მოსამსახურე დაიღუპა, როდესაც აშშ-ის ცენტრალური სარდლობის და პარტნიორი ძალები ირანის ბალისტიკური რაკეტებისა და დრონების თავდასხმებს იგერიებდნენ. გარდა ამისა, ამ დროისთვის ერთი სამხედრო მოსამსახურე დაკარგულად მიიჩნევა.
ოთხი ამერიკელი სამხედრო მოსამსახურის სამედიცინო ევაკუაცია განხორციელდა საავადმყოფოებში. ისინი მოგვიანებით გაწერეს. სხვა სამხედროები, რომლებსაც მცირე დაზიანებები აღენიშნებოდათ და რომლებმაც სამედიცინო შემოწმება გაიარეს, სამსახურს დაუბრუნდნენ",- ნათქვამია განცხადებაში.