აშშ-ის ცენტრალური სარდლობა (CENTCOM) აცხადებს, რომ ამერიკულმა სამხედრო ძალებმა ირანის ტერიტორიაზე მდებარე სამხედრო ობიექტებზე საჰაერო დარტყმების მორიგი სერია განახორციელეს.
„აშშ-ის შეიარაღებულ ძალებs ზედიზედ მეექვსე ღამეა ირანზე დარტყმები მიაქვთ, რათა კიდევ უფრო შეასუსტონ მისი სამხედრო პოტენციალი,“ - ნათქვამია CENTCOM-ის განცხადებაში.
მანამდე ცნობილი გახდა, რომ 15 ივლისის ღამეს აშშ-ის სამხედროებმა ირანის სამიზნეებზე მორიგი იერიში მიიტანეს. ამასთან, ვაშინგტონმა გამოაცხადა ირანის პორტებისკენ მიმავალი გემების საზღვაო ბლოკადის განახლების შესახებ.