სს `თელასის" 110 კვ-იან გამანაწილებელ ქვესადგურ `დინამოს" საკაბელო ქსელში გადაუდებელი სამუშაოების ჩატარების გამო ა/წ 1 დეკემბერს დიდუბე-ჩუღურეთის რაიონის მოსახლეობის ნაწილს 14 საათიდან 16 საათამდე ელექტროენერგიის მიწოდება დროებით შეუწყდება.
როგორც"ჯი-ეიჩ-ენს" "თელასიდან" აცნობეს, დროებითი შეზღუდვა შეეხება აღმაშენებლის, წერეთლისა და თამარ მეფის გამზირების ნაწილს, ევდოშვილის, ცაბაძის, დიდუბის, ფოთის, აგლაძის, ქუთაისის, გაფრინდაულის, სოხუმის, გოგოლის, ზუგდიდის, ბათუმის, ფიფიას, საგურამოს, მაიაკოვსკის, ქინქლაძის, დადიანის, თევდორე მღვდლის, ვახუშტი ბაგრატიონის, გორის, 9 ძმის, ფიროსმანის, ჩიტაიას, კონსტიტუციის, ზაზიშვილის, ფოცხვერაშვილის, ნინოშვილის და მიმდებარე ქუჩების მაცხოვრებლებს.
ელექტრომომარაგება ასევე შეუწყდება: ვაგონშემკეთებელ ქარხანას, რკინიგზის საავადმყოფოს, ბავშვთა სამყაროს, სასტუმრო "კოლხეთს", გერმანიის საელჩოს და ტრანსპორტის პოლიციას.
სარემონტო სამუშაოების დამთავრებისთანავე კომპანიის ყველა მომხმარებელს ელექტროენერგიის მიწოდება ოპერატიულად აღუდგება.