15 ივლისის ღამეს აშშ-ის შეიარაღებულმა ძალებმა ირანის სამიზნეებზე მორიგი დარტყმების სერია დაიწყეს და ირანის პორტებისკენ მიმავალი და იქიდან გამომავალი გემების საზღვაო ბლოკადის განახლების შესახებ განაცხადეს.
ამის შესახებ ინფორმაცია აშშ-ის ცენტრალურმა სარდლობამ X-ზე გაავრცელა .
„ამჟამად ახლო აღმოსავლეთის რეგიონში აშშ-ის სამხედრო-საზღვაო ძალების 20-ზე მეტი ხომალდი და ასობით სამხედრო თვითმფრინავი მოქმედებს. ამერიკული ძალები სრულ მზადყოფნაში რჩებიან და ნებისმიერი მოქმედებისთვის მზად არიან,“ - ნათქვამია აშშ-ის ცენტრალურმა სარდლობის განცხადებაში.
15 ივლისის დილით CENTCOM-მა ასევე განაცხადა, რომ ირანის წინააღმდეგ განხორციელებული 7-საათიანი საჰაერო ოპერაცია დასრულდა.
აშშ-ის ცენტრალური სარდლობის ინფორმაციით, დარტყმების შედეგად ჰორმუზის სრუტის სიახლოვეს და ირანის სანაპირო რაიონებში ათობით სამხედრო ობიექტი განადგურდა.