"ელიტ ელექტრონიქსში" ახალი აქცია დაიწყო. 1 მარტამდე ნებისმირი მაცივრის, სარეცხი მანქანის, გაზქურის ან ჭურჭლის სარეცხი მანქანის შეძენის შემთხვევაში მომხმარებელი საჩუქრად 500 ლარიან ფასდაკლების ბარათს მიიღებს.
"აღნიშნული აქცია მართლაც განსხვავებულია, როგორც ჩვენს მიერ აქამდე ჩატარებული, ასევე მთლიანად ტექნიკის ბაზრის ისტორიაში არსებული კამპანიებისგან. შესაბამისად, მომხმარებელს ასეთი დიდი საჩუქარიც არასდროს მიუღია. ჩვენს ქსელში ტექნიკის შესაძენად და მნიშვნელოვანი დანაზოგის გასაკეთებლად მართლაც საუკეთესო დროა. "ელიტ ელექტრონიქსი" მუდამ ორიენტირებული იყო მყიდველისთვის საუკეთესო პირობების შექმნაზე, ვცდილობთ ასეთი ტიპის აქციებით კიდევ უფრო წავახალისოთ ჩვენი მომხმარებლები" - აცხადებს "ელიტ ელექტრონიქსის" გაყიდვების მენეჯერი ია ნადირაშვილი.
მისივე თქმით, 500 ლარიანი ფასდაკლება სხვადასხვა ტექნიკაზე შემდეგნაირად გადანაწილდება - კონდიციონერის შეძენის მსურველები 200 ლარიანი ფასდაკლებით ისარგებლებენ, 100-100 ლარის დანაზოგის გაკეთება კი ტელევიზორის, ნოუთბუქისა და მსხვილი საყოფაცხოვრებო ტექნიკის ყიდვისას შეეძლებათ.
500 ლარიანი ფასდაკლების ბარათის გამოყენებას მომხმარებლები 1 მარტიდან 1 ივნისამდე შეძლებენ.