რუს ექსპერტებს საქართველოში შემოსვლის უფლება არ მისცეს. როგორც "ჯი-ეიჩ-ენს" ექსპერტთა კლუბი წარმომადგენელმა, გოგი ხუციშვილმა განუცხადა, ექსპერტებს თბილისის აეროპორტში გზის გაგრძელების უფლება აღარ მისცეს.
რუსი ექსპერტები თბილისში ერევნიდან ჩამოფრინდნენ, თუმცა თბილისის აეროპორტში გზის გაგრძელების უფლება აღარ მისცეს
საქართველოში შემოსვლაზე უარი ეთქვათ: მოსკოვის კავკასიის კვლევათა ცენტრის ექსპერტს ნიკოლაი სილაევს, რუსეთის ფედერაციის არქივის დირექტორს სერგეი მირონენკოს.
მათთვის ქვეყანაში შემოსვლაზე უარის თქმის შემდეგ ჯგუფის კიდევ სამმა წევრმა, მსოფლიო ეკონომიკისა და საერთაშორისო ურთიერთობათა ინსტიტუტის დირექტორის მოადგილე ვლადიმერ ბარანოვსკიმ, საზოგადოებრივი მეცნიერების ინსტიტუტის წამყვანმა მეცნიერ-თანამშრომელმა ალექსანდრე მილერმა და მოსკოვის საერთაშორისო ურთიერთობათა სახელმწიფო ინსტიტუტის რექტორის მრჩეველმა, არტიომ მალგინმა საქართველოში შემოსვლაზე საკუთარი სურვილით განაცხადეს უარი.
გოგი ხუციშვილის განცხადებით, მისთვის უცნობია, თუ რატომ ეთქვათ უარი ექსპერტებს საქართელოში შემოსვლაზე.
ხუციშვილის თქმით, მისთვის ასევე უცნობია, რომელი ორგანიზაციის მიერ იყო ორგანიზებული შეხვედრები, რომელშიც რუს ექსპერტებს უნდა მიეღოთ მონაწილეობა.
"მე ვიყავი მიწვეული დღეს და ხვალ დაგეგმილ შეხვედრებში, თუმცა ჩემთვის უცნობია, თუ ვის მიერ იყო ორგანიზებული შეხვედრები, რომელსაც რუსი ექსპერტები საქართველოში მართავდნენ.
"ექსპერტთა კლუბის" ხელმძღვანელი, სოსო ცისკარიშვილი განმარტავს, რომ შეხვედრები "ექსპერტთა კლუბის" მიერ ორგანიზებული არ ყოფილა და მისთვის ასევე უცნობია ორგანიზატორთა ვინაობა.
რუსი მოქალქეები თბილისიდან ერევანში გაემგზავრნენ.