სრული პასუხისმგებლობით ვამბობ, მსოფლიოში არ არსებობს პრეცენდენტი, რომ ჟესტიკულაციის გამო სისხლის სამართლებრივი დევნა დაწყებულიყო პოლიტიკური ლიდერების წინააღმდეგ, - ამის შესახებ „ლელო-ძლიერი საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა ბადრი ჯაფარიძემ განაცხადა.
"გახარიას გუნდის წევრები “ოცნების” წარმომადგენლებმა, პრაქტიკულად, “ფეხქვეშ” გაიგდეს, პარლამენტის სპიკერმა მაშინ თქვა, რომ არ არსებობს პრეცენდენტი ანალოგიურ ცემა-ტყეპაზე სისხლის სამართლის საქმე აღძრულიყო.
სრული პასუხისმგებლობით ვამბობ, მსოფლიოში არ არსებობს პრეცენდენტი, რომ ჟესტიკულაციის გამო სისხლის სამართლებრივი დევნა დაწყებულიყო პოლიტიკური ლიდერების წინააღმდეგ.
"ქართული ოცნების" ამოცანაა, რომ რეპრესიების გზით მოხდეს პოლიტიკური ლიდერების და პოლიტიკური ძალების განეიტრალება. ეს არის აბსოლუტურად უნაყოფო მცდელობა", - განაცხადა ბადრი ჯაფარიძემ.