ბრიტანეთის საბჭოს ინიციატივით Skills@Work 3 წლიანი პროგრამის ფარგლებში ეწყობა სამუშაო შეხვედრა თემაზე "როგორ უნდა ითანამშრომლოს პროფესიულმა განათლებამ და ბიზნესმა". შეხვედრის მიზანია ინგლისელი ექსპერტის დახმარებით შეიქმნას იმ სახელმძღვანელოს მონახაზი, რომელშიც შევა პროფესიული განათლების სასწავლებლების და ბიზნეს სექტორის ეფექტური თანამშრომლობის საუკეთესო მაგალითები და სათანადო რეკომენდაციები. სამუშაო შეხვედრაში მონაწილეობას მიიიღებენ განათლების და მეცნიერების სამინისტროს წარმომადგენლები, პროფესიული განათლების სასწავლებლების დირექტორები და ბიზნესის სექტორის რამოდენიმე წარმომადენელი.
შეხვედრას გაუძღვება ინგლისელი ექსპერტი ჯორჯ Pფითაუეი, რომელსაც ამგვარ პროექტებში მუშაობის მდიდარი საერთაშორისო გამოცდილება აქვს.