დღეს საქართველოს საჰაერონავიგაციის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე გიორგი კარბელაშვილი " ICAO "-ს ეგიდით მოწყობილ შეხვედრაზე პარიზში სიტყვით გამოვა.
მოხსენების დროს კარბელაშვილი აქცენტს გააკეთებს საერთაშორისო კონვენციის შესრულების აუცილებლობაზე, რომლის მიხედვითაც არცერთ ქვეყანას არ აქვს უფლება, მეორე სახელმწიფოს საჰაერო სივრცე მისი ნებართვის გარეშე გადაკვეთოს.
"შევძელით შეგვეტანა ერთ-ერთ პუნქტად დღევანდელ შეხვედრაზე არსებული სიტუაცია აფხაზეთში. ჩვენ ვითხოვთ, რომ არცერთმა ქვეყანამ, არცერთმა კომპანიამ არ გამოიყენოს აფხაზეთის აეროპორტი. ის კომპანია, რომელიც გამოიყენებს აეროპორტს, სადაც უსაფრთხოების არანაირი ნორმა არ არის დაცული, ის კომპანია სისხლის სამართლებრივად აგებს პასუხს, რაშიც იკაო დაგვეხმარება", _ განაცხადა გიორგი კარბელაშვილმა.