2011 წლის ბოლოსთვის "გაზპრომი" აშშ-ში 50 %-ით მეტი ბუნებრივი არის გაყიდვას გეგმავს, ვიდრე ეს 2010 წელს მოახერხა. გაყიდვების ზრდა კომპანიის აგრესიული გეგმის ნაწილია, რომელის მიხედვითაც "გაზპრომის" სურვილია აშშ-ს გაზის ბაზარზე ერთ-ერთი მთავარი მოთამაშე გახდეს.
2011 წელს "გაზპრომი" აპირებს გაყიდვების ყოველდღიური მოცულობა აშშ-ში 85 მლნ. კუბ/მ-მდე გაზარდოს. 2010 წლის მეორე ნახევარში, კომპანიის ყოველდღიური რეალიზაცია 56,6 მლნ. კუბ/მ-ს შეადგენდა.
"Gazprom Marketing and Trading USA -ის პრეზიდენტისა და მმართველი დირექტორის ჯონ ხატენბერგის განცხადებით, "გაზპრომის" ამერიკული განაყოფი აშშ-ში გაზით მოვაჭრეთა ათეულშიო შესვლას გეგმავს.
რუსული კომპანიის მმართველის მოადგილემ ალექსანდრ მედვედევმა განაცხადა, რომ "გაზპრომს" ყველა აუცილებელი რესურსი გააჩნია აშშ-ში გაზის ექსპორტის განსახორციელებლად.
"გაზპრომის" მონაცემებით გასულ წელს კონცერნმა მომხმარებელს 5,18 მლრდ. კუბ/მ გაზი მიაწოდა, ამასთან ევროპაში გაზის ექსპორტი 2009 წელთან შედარებით 1 %-ით შემცირდა და 138,6 მლრდ. კუბ/მ შეადგინა. რუსეთში გაზის რეალიზაცია 4 %-ით გაიზარდა, (312 მლრდ. კუბ/მ), ასევე 4 %-ით გაიზარდა ექსპორტი ყოფილი საბჭოთა კავშირის ქვეყნებში (68 მლრდ. კუბ/მ).