წუხელ თბილისში წინამძღვრიშვილის #1-ში საცხოვრებელ სახლში ხანძარი გაჩნდა. ხანძრის შედეგად 75 წლის ქსენია კენჭოშვილმა მძიმე დამწვრობა მიიღო.
დაზარალებული დამწვრობის რესპუბლიკურ ცენტრშია გადაყვანილი. ექიმების თქმით, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა უმძიმესია.
წინასწარი ინფორმაციით ხანძარი შეშის ღუმელმა გამოიწვია. შემთხვევის ადგილზე 8 სახანძრო ბრიგადა მუშაობდა. ხანძრის ლოკალიზება 30 წუთში მოხერხდა.