წუხელ გურჯაანი-თბილისის ცენტრალურ ავტომაგისტრალზე ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა.
"ფორდის" მარკის მსუბუქი ავტომანქანის მძღოლმა საჭე ვერ დაიმორჩილა, რის შედეგადაც ავტომანქანა მაგისტრალზე რამდენჯერმე ამოტრიალდა და ელექტროგადამცემ ბოძს შეეჯახა. შეჯახების შედეგად იქვე მდენარე ელექტროსადგური აფეთქდა.
მანქანაში ოთხი ადამიანი იმყოფებოდა. მძღოლი, 46 წლის გია მოწონელიძე ადგილზე გარდაიცვალა. სამი ადამიანი გურჯაანის საავადმყოფოში გადაიყვანეს მათი მდგომარეობა მძიმეა.