დღეს, 1-ელ დეკემბერს 11 საათზე საქართველოს პარლამენტი სასესიო სხდომაზე იმსჯელებს ძალოვანი უწყებების თანამშრომელთა მიერ ჩადენილი, გახმაურებული მკვლელობების (ზურა ვაზაგაშვილის , სანდრო გირგვლიანის , ამირან რობაქიძის , გიორგი გამცემლიძის , ვალერი ფხაკაძის , როინ შავაძის , აფრასიძეების და სხვათა) საქმეთა შემოწმებისა და გამოძიების თაობაზე და საქართველოს პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნის მიზანშეწონილობის საკითხზე.
დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნის მოთხოვნით პარლამენტს 2009 წლის 28 სექტემბერს საქართველოს პარლამენტის შენობის წინ მიმდინარე საპროტესტო აქციის საინიციატივო ჯგუფმა განცხადებით მიმართა .
11 საათზე პარლამენტის შენობის უკანა შესასვლელთან 2009 წლის 28 სექტემბრის აქციის საინიციატივო ჯგუფი სპეციალურ განცხადებას გააკეთებს