აშშ-ის ომის მდივანმა პიტ ჰეგსეთმა განაცხადა, რომ თუ თეირანი აშშ-თან შეთანხმებას არ დადებს, ამერიკის სამხედრო ძალები ირანს ძლიერ დარტყმას მიაყენებენ.
„ჩვენ სრულად ვართ კონცენტრირებული იმ შედეგზე, რომელსაც პრეზიდენტი ამერიკელი ხალხის სახელით ისახავს მიზნად და უკვე მნიშვნელოვან პროგრესს მივაღწიეთ. როგორც პრეზიდენტმა დღეს თქვა, თუ ისინი შეთანხმებას არ დადებენ, ჩვენ მათ ძლიერად დავარტყამთ“, - განაცხადა ჰეგსეთმა ფლორიდის შტატის ქალაქ ტამპაში, აშშ-ის ცენტრალური სარდლობის პერსონალთან შეხვედრისას.
თავის მხრივ, ტრამპმა სოციალურ ქსელში დაწერა, რომ ირანმა „შეთანხმებაზე მოლაპარაკებები ზედმეტად გააჭიანურა“ და ახლა „ამის საფასურის გადახდა მოუწევს“.
ოვალურ კაბინეტში ჟურნალისტებთან საუბრისას კი მან განაცხადა: „ჩვენ მათ დავარტყამთ, ძალიან ძლიერად დავარტყამთ.“