დღეს, 1-ელ დეკემბერს, ქუთაისის აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტში პედაგოგთა პროფკავშირის აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკური ორგანიზაცის საარჩევნო-საანგარიშო კონფერენცია გაიმართება.
როგორც საქართველოს პედაგოგთა და მეცნიერთა თავისუფალ პროფკავშირში აცხადებენ, კონფერენციაზე წარმოადგენენ აფხაზეთის პედაგოგთა და მეცნიერთა თავისუფალი პროფკავშირის მიერ 2005 წლიდან დღემდე გაწეული საქმიანობის ანგარიშს. დევნილი მასწავლებლები ქუთაისში საქართველოს სხვადასხვა რეგიონიდან ჩავლენ. პედაგოგები განათლების სფეროში არსებულ პრობლემურ საკითხებს განიხილავენ.
კონფერენცია ორგანიზაციის ახალ თავმჯდომარესა და სპმთპ-ის V ყრილობის დელეგატებს აირჩევს.