სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს (ICC) რომის სტატუტის მონაწილე სახელმწიფოთა ასამბლეის ბიურომ მთავარ პროკურორ კარიმ ხანს, სექსუალური შევიწროების ბრალდებების გამო, თანამდებობა შეუჩერა.
განცხადება სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს ვებგვერდზე ორშაბათს, 8 ივნისს გამოქვეყნდა.
გამოქვეყნებული განცხადების თანახმად, პროკურორის უფლებამოსილების შეჩერების შესახებ გადაწყვეტილება დაუყოვნებლივ შედის ძალაში. თუმცა, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილებას რომის სტატუტის მონაწილე სახელმწიფოთა ასამბლეა მოგვიანებით მიიღებს.
2023 წელს, სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს მთავარმა პროკურორმა, კარიმ ხანმა გასცა დაპატიმრების ორდერები რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინისა და ბავშვთა უფლებების დამცველის, მარია ლვოვა-ბელოვას მიმართ. 2024 წელს მან ასევე გასცა დაპატიმრების ორდერები ისრაელის პრემიერ-მინისტრ ბენიამინ ნეთანიაჰუსა და ყოფილი თავდაცვის მინისტრის, იოავ გალანტის მიმართ.
კარიმ ხანი სექსუალურ შევიწროებაში ერთ-ერთმა თანამშრომელმა 56 წლის ქალა 2024 წელს დაადანაშაულა. ქალის განცხადებით, პროკურორი მას ხანგრძლივი დროის განმავლობაში ავიწროებდა.
ბრალდებების გაჟღერების შემდეგ, საერთაშორისო სასამართლოს წევრი სახელმწიფოების ასამბლეამ ხანის წინააღმდეგ გამოძიება დაიწყო. 2025 წლის მაისში გამოცხადდა, რომ მთავარი პროკურორი ადმინისტრაციულ შვებულებაში გავიდოდა და გამოძიების პერიოდში თანამდებობას არ დაიკავებდა. ხანი უარყოფს მის წინააღმდეგ წაყენებულ ყველა ბრალდებას.