"საქართველოს ბანკმა" უკრაინაში თავისი შვილობილი ბანკის 80 % დათმო. ამის შესახებ ინფორმაციას "ინტერფაქს უკრაინა" ავრცელებს.
უკრაინული გამოცემა წერს, რომ "ბი-ჯი კაპილატის" მიერ გავრცელებულ პრესრელიზში ნათქვამია, რომ გარიგების ღირებულებამ "ბი-ჯი კაპიტალის" მომსახურობის ჩათვლით, 9,6 მლნ. დოლარი შეადგინა. 5 მლნ დოლარი გარიგების დასრულებისთანავე იქნა გადახდილი, ხოლო 4,6 მლნ. აშშAდიოლარს ბანკი 2011 წლის ბოლომდე მიიღებს.
ტრანზაქციის ღირებულებამ 0,82 კაპიტალის დონეზეა, რომელიც 2011 წლის 31 დეკემბრის მდგომარეობით 14,6 მლნ. დოლარს შეადგენდა. ტრანზაქციის შემდეგ "საქართველოს ბანკი" "ბ გ ბანკის" 19.4 პროცენტს შეინარჩუნებს.
"ბ გ ბანკს" "საქართველოს ბანკის" მიმართ დავალიანება არ გააჩნია", - აღნიშნულია პრესრელიზში.
აღსანიშნავია, რომ ბი-ჯი კაპიტალი უკრაინაში "საქართველოს ბანკის" ინტერესების დაცვას გააგრძელებს.