საქართველოს ამჟამინდელი ხელისუფლება პრაგმატულია; ისინი კიდევ ერთხელ ადასტურებენ თავიანთ ერთგულებას ევროკავშირის მიმართ, მაგრამ ესმით, რომ ამის გაკეთება ნიშნავს, რომ აღარ იქნებიან ისეთი ქვეყანა, რომელიც ცნობილია თავისი სასოფლო-სამეურნეო პროდუქტებით, - ამის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა რუსულ მედიასთან ინტერვიუში განაცხადა.
"საქართველოს ამჟამინდელი ხელისუფლება პრაგმატულია; ისინი კიდევ ერთხელ ადასტურებენ თავიანთ ერთგულებას ევროკავშირის მიმართ, მაგრამ ესმით, რომ ამის გაკეთება ნიშნავს, რომ აღარ იქნებიან ისეთი ქვეყანა, რომელიც ცნობილია თავისი სასოფლო-სამეურნეო პროდუქტებით.
ევროკავშირში გაწევრიანების წინა ტალღების დროს არაერთმა აგრარულმა ქვეყანამ დაკარგა საკუთარი სოფლის მეურნეობის კონკურენტული პოზიციები, რადგან ევროკავშირში უკვე არსებობენ ძლიერი მწარმოებლები საკუთარი ინტერესებითა და მხარდაჭერილი სექტორებით.
საქართველოს სავაჭრო ბრუნვის დაახლოებით 70% ამჟამად რუსეთთან და დსთ-ის ქვეყნებთან არის დაკავშირებული, ასევე მნიშვნელოვანი წილი მოდის ჩინეთსა და სხვა სახელმწიფოებზე. შესაბამისად, აღნიშნული სტრუქტურა შესაძლოა მნიშვნელოვანი ცვლილებების წინაშე დადგეს ევროკავშირში გაწევრიანების შემთხვევაში, ბრიუსელის მიერ კანდიდატ ქვეყნებისთვის დაწესებული მოთხოვნების გათვალისწინებით. რომ აღარაფერი ვთქვათ, ევროკავშირის სანქციებთან მიერთების ვალდებულებაზე, ასევე საგარეო პოლიტიკურ გადაწყვეტილებებთან შესაბამისობის აუცილებლობაზე, რასაც, შესაძლოა მნიშვნელოვანი გავლენა ჰქონდეს ქვეყნის ეკონომიკურ პოლიტიკაზე.
მე მიმაჩნია, რომ ამჟამად საქართველოში პრაგმატული მიდგომა ჭარბობს, როგორც უკვე ვთქვი. და ზოგადად, ჩვენს შორის ურთიერთობები რეგულარულ რეჟიმში ნარჩუნდება. რუსი ტურისტები ხშირად დადიან იქ და ტკბებიან საქართველოს ბუნებითა და ქართული სტუმართმოყვარეობით", - განაცხადა ლავროვმა.