დღეს, 1-ელ დეკემბერს, დედაქალაქის ზოგიერთ უბანს წყალი დაბალი წნევით მიეწოდება. როგორც კომპანია "ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერში~ აცხადებენ, წიწამურში 1400 მმ-იან მე-6 წყალდენზე დაზიანების სალიკვიდაციო სამუშაოს ჩატარების მიზნით, 12:00-იდან 24:00 საათამდე სასმელ წყალს დაბალი წნევით მიიღებენ გლდანულას დასახლება, გლდანის V, VI, VII, VIII მიკრორაიონები, კონიაკის დასახლება, თემქის III მიკრორაიონი.
დაზიანების სალიკვიდაციო სამუშაოს განხორციელებას "ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის~ საავარიო ბრიგადები 11:00 საათიდან დაიწყებს.
"ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი ბოდიშს უხდის მომხმარებლებს.