ნატო-ს გენერალურმა მდივანმა მარკ რუტემ კიევში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ რუსეთის დანაკარგები უკრაინაში მიმდინარე ომში კვლავ იზრდება და ამ ფონზე რუს ახალგაზრდებსა და მათ ოჯახებს საჯაროდ მიმართა.
მისი თქმით, ნატო-ს შეფასებით, რუსეთის არმია ყოველთვიურად 30 ათასზე მეტ სამხედროს კარგავს.
„ეს ნიშნავს, რომ რუსეთი ერთ თვეში უფრო მეტ ადამიანს კარგავს, ვიდრე საბჭოთა კავშირმა ავღანეთში 10-წლიანი ომის განმავლობაში დაკარგა. ეს მართლაც გამაოგნებელი მაჩვენებელია“, - განაცხადა რუტემ.
ნატო-ს გენერალური მდივნის შეფასებით, უკრაინა ბრძოლის ველზე პოზიციებს ინარჩუნებს, ხოლო რუსეთი სულ უფრო მძიმე მდგომარეობაში ვარდება.
„მინდა მივმართო რუს ახალგაზრდებსა და მათ ოჯახებს - კრემლის პროპაგანდა გატყუებთ“, აღნიშნა რუტემ.
„შენნაირ ახალგაზრდებს ომში სათანადო სამხედრო მომზადების გარეშე აგზავნიან. აღჭურვილობა, რომელსაც მოგცემენ, დაბალი ხარისხის იქნება. ძალიან მაღალია ალბათობა, რომ უკრაინაში დაიღუპო ან დაიჭრა. და თუ დაიჭრები, დიდი შანსია, მიგატოვონ და ტალახში სიკვდილისთვის გაგწირონ.
ამიტომ, როდესაც ათიათასობით რუსულ მსხვერპლზე ვსაუბრობთ, ეს აბსტრაქტული რიცხვები არ არის. დიდი ალბათობით, ეს შეიძლება სწორედ შენ იყო,“ - განაცხადა ნატოს გენერალურმა მდივანმა მარკ რუტემ, რუსო ახალგაზრდებისა და მათო ოჯახებისადმი მიმართვისას.