პარლამენტის თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარის ირაკლი ქადაგიშვილის განცხადებით, ოპოზიციაში შიდა დესტრუქცია კიდევ უფრო გამძაფრდება.
ქადაგიშვილის თქმით, ამის გამოხატულებაა პიროვნული დაპირისპირებაც.
„ის ანტიპოლიტიკა და დესტრუქცია, რომელიც ქართულმა ოპოზიციამ საქართველოს წინააღმდეგ აწარმოა, შიდა დესტრუქციაში გადაიზარდა. ამიტომ, მოლოდინია, რომ შიდა დესტრუქცია კიდევ უფრო გამწვავდება და გამძაფრდება. პიროვნული დაპირისპირებაც სწორედ ამის გამოხატულებაა. სააკაშვილსა და მელიას თავიანთი ეგო აქვთ და ახლა სწორედ ამ ეგოების ბრძოლას ვხედავთ“, – აღნიშნა ირაკლი ქადაგიშვილმა.