რუსთავში, მდინარე მტკვარში მაშველებმა 2 ადამიანის ცხედარი იპოვეს. აღნიშნული ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტროში ადასტურებენ. ორივე გარდაცვლილი კაცია.
ამასთან „ინფო რუსთავის“ ინფორმაციით, მაშველებმა ცხედრები ძველი და ახალი რუსთავის დამაკავშირებელი ხიდიდან რამდენიმე კილომეტრში იპოვეს.
არსებული ინფორმაციით, ერთ-ერთი ცხედარი 31 მაისს, აღმაშენებლის გამზირის მიმდებარედ ხიდიდან გადამხტარ 50 წლამდე კაცს ეკუთნის, ხოლო მეორე, სავარაუდოდ, თბილისში დაკარგულ პიროვნებას.
ცხედრები ექსპერტიზის ბიუროშია გადასვენებული.