რუსეთმა 2 ივნისის ღამეს კიევზე კომბინირებული შეტევა განახორციელა. თავდასხმის შედეგად ქალაქის სხვადასხვა რაიონში ხანძარი გაჩნდა და საცხოვრებელი სახლები დაზიანდა. წინასწარი ინფორმაციით, დაიღუპა ოთხი ადამიანი.
კიევის საქალაქო სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელის, ტიმურ ტკაჩენკოს ინფორმაციით, პოდოლის რაიონში ცეცხლი გაუჩნდა არასაცხოვრებელი შენობებს.
ობოლონის რაიონში უპილოტო საფრენი აპარატის ნამსხვრევები საბავშვო ბაღის მიმდებარე ტერიტორიაზე ჩამოვარდა.
ამავე რაიონში, სხვა მისამართზე, ხანძარი გაჩნდა დაუმთავრებელი შენობის ტერიტორიაზე.
ტიმურ ტკაჩენკოს განცხადებით, პოდოლის რაიონში თავდასხმის შედეგად ავტომობილები დაიწვა, ხოლო ერთ-ერთ მისამართზე რაკეტის ნამსხვრევები საცხოვრებელი სახლის სახურავზე ჩავარდა, რამაც ხანძარი გამოიწვია და ფანჯრები ჩაამსხვრია.
კიევის მერის, ვიტალი კლიჩკოს ინფორმაციით, პოდოლის რაიონში გდარტყმის შედეგად ცხრა-სართულიანი საცხოვრებელი სახლის კონსტრუქციები ჩამოინგრა.
კლიჩკოს განცხადებით, რუსული მასშტაბური შეტევის შედეგად დედაქალაქში 51 ადამიანი დაშავდა, მათ შორის სამი ბავშვია.
კლიჩკომ გამთენიისას განაცხადა, რომ თავდასხმის შედეგად დაღუპულთა რიცხვი ოთხამდე გაიზარდა.