საზოგადოებამ ნახა, რომ სახელმწიფომ მკაფიოდ დააფიქსირა პოზიცია გორში მომხდარი ფაქტის მიმართ, ეს იყო ძალიან მძიმე შემთხვევა, – ამის შესახებ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრმა, სულხან თამაზაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა.
„გორში მომხდარი ინციდენტი იყო ძალიან მძიმე შემთხვევა, ფაქტი, თუმცა მიმაჩნია, რომ დღეს საჭირო არ არის სიღრმეებში შესვლა. საზოგადოებამ ნახა, რომ სახელმწიფომ მკაფიოდ დააფიქსირა პოზიცია ამ ფაქტის მიმართ. სულ ეს არის, რაც შემიძლია, დღეს ვთქვა“, – განუცხადა სულხან თამაზაშვილმა ჟურნალისტებს.
კითხვაზე, „ვინ გასცემდა ბრძანებას, რომ პოლიციელები ასე მოქცეულიყვნენ?“, – მინისტრმა უპასუხა: „ბრძანებას არავინ გასცემდა, ეს მოხდა სპონტანურად. ისინი იმყოფებოდნენ კონკრეტულ ამოცანაზე“.