რუსეთმა, უკრაინის გადაწყვეტილების მიმღებ ცენტრებზე რუსეთის სამხედრო დარტყმებთან დაკავშირებით, შეერთებულ შტატებს შესაბამისი არხებით ურჩია, კიევი დაეტოვებინა, - ამის შესახებ რუსეთის პრეზიდენტის თანაშემწემ იური უშაკოვმა განაცხადა.
„ჩვენ ამ საკითხზე განცხადება გავაკეთეთ და შესაბამისი არხებით ამერიკულ მხარეს ჩვენი რეკომენდაციებიც გადავეცით. რამდენადაც ვიცი, პასუხი ჯერჯერობით არ ყოფილა“, - თქვა უშაკოვმა.
შეგახსენებთ, 25 მაისს რუსულმა მედიამ გაავრცელა ინფორმაცია, რომ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა ამერიკის სახელმწიფო მდივანს, მარკო რუბიოს აცნობა, რომ რუსეთი უკრაინაში გადაწყვეტილების მიღების ცენტრებზე დარტყმებს იწყებს.