პაპუნა ლოცულაშვილზე 10-მდე პირი ძალადობდა, 6 პოლიციელის დაკავება არაა საკმარისი, გამოძიება წამების მუხლით უნდა დაიწყოს, - ამის შესახებ ადვოკატმა, ლაშა ტყეშელაძემ განაცხადა.
"პაპუნაზე სამ ეტაპად იძალადეს სხვადასხვა ადგილზე. სახეზეა წამება და არაადამიანური მოპყრობა. ძალიან კარგად ვნახეთ, როგორ აგინებდნენ და შეურაცხყოფას, როგორ აყენებდნენ ლოცულაშვილს. ამ ეპაპისთვის, პაპუნას წინააღმდეგ მიმდინარეობს გამოძიება, თითქოს მან იძალადა პოლიციელზე. მოვითხოვ, დაუყოვნებლივ შეწყდეს აღნიშნული საქმე - პროკურორმა მიიღოს დადგენილება და საქმე შეწყვიტოს.
რაც შეეხება დაკავებულებს, იქ 10-მდე პირი ძალადობდა, 6 ადამიანი არაა საკმარისი, რომ დასაჯონ, რადგან ერთის მხრივ, მუხლი არასწორია, მეორეს მხრივ, ყველა პირი დასჯილი არაა.
მას დაუდგინდა, რომ ნეკნი აქვს გატეხილი, ასევე აღენიშნება სხვადასხვა დაზიანებები მთელს სხეულზე, ასევე სისხლჩაქცევები, დაზიანებული აქვს ხელი, რაზეც სახლში უნდა გააგრძელოს მკურნალობა"- განუცხადა ადვოკატმა "ტვ პირველს".