სერბეთში ვადამდელი არჩევნების მოთხოვნით გამართული აქცია პოლიციასთან შეტაკებაში გადაიზარდა.
სერბეთის დედაქალაქ ბელგრადის ცენტრში შაბათს პოლიციასა და ათიათასობით დემონსტრანტს შორის შეტაკებები მოხდა. აქციის მონაწილეები ვადამდელი არჩევნების ჩატარებასა და პრეზიდენტ ალექსანდარ ვუჩიჩის გადადგომას მოითხოვდნენ.
Reuters-ის ინფორმაციით, დემონსტრანტებო სლავიას მოედანი დაიკავეს შეავსეს, პარალელურად სამართალდამცველებმა ბელგრადის მერიის მისასვლელები გადაკეტეს.
შემდგომში შეტაკებები პრეზიდენტის ადმინისტრაციის შენობასთან და პარკის მიმდებარედ დაიწყო, სადაც მოქმედი პრეზიდენტის მხარდამჭერები გასული წლის მარტიდან არიან განთავსებული.
პოლიციამ აქციის მონაწილეების დასაშლელად ცრემლსადენი გაზი და ხმოვანი ყუმბარები გამოიყენა. დემონსტრანტებმა კი ნაგვის ურნებს ცეცხლი წაუკიდეს.
სერბეთის შინაგან საქმეთა მინისტრის, ივიცა დაჩიჩის განცხადებით, დაკავებულია 23 ადამიანი, ხოლო შეტაკებების დროს რამდენიმე პოლიციელი დაშავდა.
პოლიციის შეფასებით, აქციაში დაახლოებით 34 ათასი ადამიანი მონაწილეობდა, თუმცა მონიტორინგის ჯგუფის, „საზოგადოებრივი შეკრებების არქივის“ ცნობით, მონაწილეთა რაოდენობა 100 ათასამდე იყო
დემონსტრანტებს გამოტანილი ჰქონდათ ბანერები - „თქვენი ხელები სისხლშია გაქვთ“, „სტუდენტები იმარჯვებენ“.