რუსეთის აგენტურა იყო ჩემს გარემოცვაში, იყო ერთი ადამიანი, რომელიც მუდმივად მეუბნებოდა, რომ ჩამოვსულიყავი, როცა ჩამოვედი, უნდა დამხვედროდა, მაგრამ არ დამხვდა 2 საათში ჩემი მონაცემები გადასცა, - ამის შესახებ საქართველოს მესამე პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა სასამართლო პროცესზე განაცხადა.
მისი თქმით, ღალატი იყო და იქნება, „მთავარია ამას ჩვენ არ შევეგუოთ“.
"მე მინდოდა საქართველოში ჩამოსვლა, იმიტომ რომ მიუხედავად დალხინებული ცხოვრებისა უკრაინაში, შეუძლებელია დაკნინებული ქვეყნისთვის მეყურებინა. ჩამოსვლა მარტივი არ იყო, რადგან რუსეთის აგენტურა იყო ჩემს გარემოცვაში ჩასმული. იყო ერთი ადამიანი, რომელიც მუდმივად მეუბნრბოდა - ჩამოდი, ჩამოდიო. ამის თქმა მე არ მჭირდებოდა, მაგრამ მერე გარკვეული ნდობა გაიჩინა ჩემს გარემოცვაში.
პირველად 2020-ში რომ ჩამოვდიოდი, ჩემი კოორდინატები გადასცა ივანიშვილის ხელისუფლებას, წიანსწარ ყველაფერი იცოდნენ და მომიხდა უკან დაბრუნება. მეორეჯერ როცა ჩამოვედი, უნდა დამხვედროდა, მაგრამ არ დამხვდა არავინ და ზუსტად ორ საათში რუსეთის დავალებით ჩემი მონაცემები გადასცა მაშინდელ ძალოვან სტრუქტურებს. არის ასეთი ადამიანი. ღალალტი იყო და იქნება, მთავარია ჩვენ ამას არ შევეგუოთ და ვიყოთ მოწოდების სიმაღლეზე", - განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.