რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინი ჩინეთში ჩავიდა.
რუსული მედიის ცნობით, ვლადიმირ პუტინმა დაიწყო ოფიციალური ვიზიტი პეკინში რუსეთ-ჩინეთის კეთილმეზობლობის, მეგობრობისა და თანამშრომლობის შეთანხმების 25 წლისთავის აღსანიშნავად.
პუტინი ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის თავმჯდომარის სი ძინპინის მიწვევით ჩავიდა. აეროპორტში მას ჩინეთის საგარეო საქმეთა მინისტრი ვან ი შეხვდა.
როგორც რუსული მედია წერს, ძირითადი სამუშაო პროგრამა ოთხშაბათს არის დაგეგმილი. ის რუსეთის დელეგაციის საზეიმო დახვედრის ცერემონიით ტიანანმენის ცენტრალურ მოედანზე დაიწყება. ამის შემდეგ სახალხო კრებების სახლში გაიმართება პუტინისა და ჩინეთის ლიდერის მოლაპარაკებები.
მხარეები ხელს მოაწერენ ერთობლივ განცხადებას ყოვლისმომცველი პარტნიორობისა და სტრატეგიული ურთიერთქმედების შემდგომი გაძლიერების შესახებ. საერთო ჯამში მოსალოდნელია დაახლოებით 40 დოკუმენტის ხელმოწერა, რომლებიც მიმართული იქნება თანამშრომლობის გაღრმავებაზე სამრეწველო, სავაჭრო, სატრანსპორტო, სამშენებლო და ატომურ სფეროებში, ასევე განათლების, კინემატოგრაფიისა და საინფორმაციო სააგენტოების თანამშრომლობის მიმართულებებით.
შეხვედრის შემდეგ ლიდერები მედიასთან განცხადებებს გააკეთებენ.