რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა განაცხადა, რომ აშშ რუსეთის წინააღმდეგ ახალი სანქციების დაწესებას დონალდ ტრამპის ადმინისტრაციის პირობებშიც აგრძელებს.
„ტრამპის ადმინისტრაციის პირობებშიც სულ უფრო მეტი დამოუკიდებელი, ახალი სანქცია მიიღება, ამასთან ერთად კი ბაიდენის დროინდელი ყველა სანქცია ძალაში რჩება და ავტომატურად გრძელდება“, - განაცხადა ლავროვმა პრესკონფერენციაზე.
მანამდე სერგეი ლავროვმა განაცხადა, რომ თანამშრომლობისთვის რუსეთის მზადყოფნის მიუხედავად, აშშ კვლავ ხელოვნურ ბარიერებს ქმნის და მოსკოვის მიმართ სანქციების პოლიტიკას აგრძელებს.
ლავროვის თქმით, ანკორიჯის სამიტიდან ორი კვირის შემდეგ აშშ-მა სანქციები დაუწესა „ლუკოილსა“ და „როსნეფტს“, მოგვიანებით კი ღია ზღვაში რუსული ტანკერების დაკავებაც დაიწყო.