ირანმა პაკისტანელი შუამავლის მეშვეობით ამერიკულ მხარეს ახალი, 14-პუნქტიანი დოკუმენტი გაუგზავნა. ამის შესახენ ინფორმაციას ირანული მედია ავრცელებს.
„ირანმა, შეტყობინებების გაცვლის ბოლო პრაქტიკის შესაბამისად, ცვლილებების შეტანის შემდეგ კიდევ ერთხელ გადასცა თავისი 14-პუნქტიანი ტექსტი პაკისტანელი შუამავლის მეშვეობით“, - განაცხადა წყარომ.
ინფორმირებული წყაროს თქმით, ირანის ახალი ტექსტი ძირითადად „ომის დასრულებაზე მოლაპარაკებებსა და ამერიკული მხარის მხრიდან ნდობის აღდგენის ზომებზე“ არის ორიენტირებული.