აშშ-ში ავიაშოუს დროს ორი გამანადგურებელი თვითმფრინავი ჰაერში ერთმანეთს შეეჯახა. ოფიციალური პირების თქმით, ეკიპაჟის ოთხივე წევრი უსაფრთხოდ კატაპულტირდა. მათი მდგომარეობა სტაბილურია. იუწყება BBC
ინციდენტი აიდაჰოს შტატში, Mountain Home-ის საჰაერო ბაზის მახლობლად, ავიაშოუს დროს მოხდა. ამერიკული EA 18-ის ტიპის სამხედრო თვითმფრინავები საჩვენებელ ფრენას ასრულებდნენ, როდესაც ერთმანეთს ჰაერში შეეჯახნენ.
შეჯახების შემდეგ გაჩნდა ხანძარი, ბაზა დროებით დაიხურა და ავიაშოუს დარჩენილი ნაწილი გაუქმდა. მიმდინარეობს გამოძიება.