აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპის სპეციალური წარმომადგენელი გრენლანდიაში ჯეფ ლენდრი ორშაბათს, 18 მაისს, ნუუკში ჩავიდა. ლენდრის თქმით, მისი მიზანია „მოისმინოს და ისწავლოს“.
მედიის ცნობით, ლენდრიმ ნუუკში ჩასვლის შემდეგ განაცხადა, რომ მას დონალდ ტრამპისგან გზავნილი აქვს.
„გუშინ გვიან ღამით მას [დონალდ ტრამპს] ვესაუბრე და მითხრა: ‘წადი იქ და რაც შეიძლება მეტი მეგობარი შეიძინე’. მე აქ ვარ, რომ მოვუსმინო და ვისწავლო,“ - თქვა მან.
ჟურნალისტებმა მას ჰკითხეს ვიზიტის მიზანზე და განსაკუთრებით იმაზე, კვლავ განიხილება თუ არა გრენლანდიის „დაკავების“ საკითხი.
ლენდრიმ ეს უარყო და განაცხადა:
„მე აქ უბრალოდ ურთიერთობების გასამყარებლად ვარ, მოსასმენად და სასწავლად, ასევე ვაკვირდები, არსებობს თუ არა შესაძლებლობები აშშ-ს, გრენლანდიასა და დანიას შორის ურთიერთობების გაფართოებისთვის. ეს ფანტასტიკური დღეა.“
გავრცელებული ინფორმაციით, ამერიკულ დელეგაციას ვიზიტის დროს ახურავს ქუდები წარწერით „გავხადოთ ამერიკა კვლავ დიდებული“.
ასევე ცნობილია, რომ აშშ გეგმავს ახალი საკონსულო ოფისის გახსნას ნუუკში, რომლის გახსნაც 21 მაისს არის მოსალოდნელი.